„ორი ჯორჯია“ – ქართული კულტურის საღამო ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ქართული კულტურის საღამოს უმასპინძლა. საღამოზე, რომელიც ორგანიზაცია „ThingstodoDC“-სთან პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა, სტუმრებს გააცნეს საქართველოს ისტორია, კულტურული ღირსშესანიშნაობები და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „ორი ჯორჯიის“ სამზარეულო და შეედარებინათ ქართული და ჯორჯიის შტატის კერძები.

„ჩვენმა ამერიკელმა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ორი Georgia არსებობს დედამიწაზე, ჩვენ ამ საოცარი ჯორჯიიდან ვართ და გვაქვს საკუთარი, თვითმყოფადი კულტურა, ენა და სარწმუნოება. მე ვამაყობ იმით, რომ  შევძელი, შემეცვალა მათი წარმოდგენა საქართველოზე –  ადრე ეგონათ, საქართველო რუსეთის ნაწილი იყო. ახლა ყოველ გაკვეთილს ვიწყებთ ასე :

_ Am I Russian?

_ No, teacher, you are Georgian!“წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, იზოლდა აბაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები