ქართული ღვინო ამერიკაში, “State of Ports” ბიზნეს ფორუმზე წარადგინეს

ქართული ღვინო აშშ-ში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინსტიტუტის (WTCI) 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გამართულ დეგუსტაციაზე წარადგინეს.

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ყოველწლიურად მასპინძლობს “State of Ports” ბიზნეს ფორუმს, რომელსაც ტრადიციულად ადგილობრივი ბიზნეს და სამთავრობო წრეებიდან 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. საქართველოს საელჩო უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობს.

ქართული ღვინო დეგუსტაციაზე ამერიკაში საქართველოს საელჩოსა და იმპორტიორი კომპანია „Interbalt Products“-ის მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.