“კონტრასტების ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე“

ცნობილი ფრანგული ონლაინ-გამოცემა “Quotidiendutourisme“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს. „საქართველო: კავკასიის მაცდუნებელი რეჟიმი“  ასე დაარქვა დავიდ სავარიმ  საკუთარ სტატიას, რომელშიც ქვეყნის ისტორიასა და მნიშვნელოვან არქიტექტორულ ძეგლებს მიმოიხილავს.

„საუკუნეების წინ ამ ადგილას დიდი აბრეშუმის გზა გადიოდა, საქართველოში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით სიმბოლოებს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ეს გზა სულაც არ ყოფილა მითიური – აქ მრავალი კულტურა ხვდება ერთმანეთს, ამ კულტურის ძეგლთაგან უმრავლესობა კი იუნესკოს სიაშია შეტანილი“ – ნათქვამია სტატიაში.

“უძველესი დედაქალაქი, მთებში.., საქართველოს გულისცემა, ქრისტიანობა ქვებში” – ამ და სხვა სათაურებად დაჰყო სავარიმ მის მიერ საქართველოზე შეგროვებული შთაბეჭდილებები. ის მკითხველს სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევასაც აძლევს და საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს.

”Quotidiendutourisme“ პოპულარული ფრანგული ონლაინ გამოცემაა, რომელიც მუდმივად აწვდის მკითხველს ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებისა და ობიექტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები