ვენაში ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი გაიმართა

2019 წლის 28 ნოემბერს, ვენის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, Wiener Musikverein-ში გაიმართა ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის, ქეთევან სეფაშვილის საფორტეპიანო სოლო კონცერტი, რომელზეც შესრულდა ბახის, შოპენისა და რახმანინოვის ნაწარმოებები.

ქეთევან სეფაშვილი უკვე მესამედ წარსდგა Musikverein-ის მსმენელის წინაშე და ამჯერადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა თბილისის  „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას- „ნიჭიერთა ათწლედს“ გადაეცა, რომლის კურსდამთავრებულიც არის ქეთევან სეფაშვილი. აღსანიშნავია, რომ იგი რეგულარულად ეხმარება “ნიჭიერთა ათწლედს”.

ქართველი პიანისტის კონცერტს ასევე დაესწრნენ ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.