ახალი ამბები ტურიზმი

ბრიტანულ ვებპორტალებზე აჭარის შესახებ ბლოგები გამოქვეყნდება

აჭარის, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების შესახებ ბრიტანულ ვებპორტალზე ბლოგები გამოქვეყნდება. SoEdited.com-ისა და flushthefashion.com-ის ბლოგერმა, მწერალმა სარა დარლინგმა საქართველოში ნოემბერში იმოგზაურა.

თბილისის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტმა რამდენიმე დღე ბათუმში გაატარა და ქალაქთან ერთად მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ბლოგში, რომელიც მკითხველს ახალ ტურისტულ ადგილებსა და თავგადასავლებს შესთავაზებს, ადგილი ქართველ დიზაინერებსაც დაეთმობათ.

მიმდინარე წელს, აჭარის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 300-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.

რაც შეეხება ბრიტანეთს, ის რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ტელე და ონლაინ რეკლამების საშუალებით ხორციელდება. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ყოველწლიურად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს.

სხვა სიახლეები

საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ქართულ დიასპორას შეხვდა

Editor

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი

Editor

1924 წლის 24 აგვისტოს დაიბადა კომპოზიტორი გოგი ცაბაძე

Editor

„The Tree of Life“ – ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში გაიმართა

Editor

ოსლოში თამარ ლომიძის პერსონალური გამოფენა იმართება 

Editor

ღვინის ევროპელი ექსპერტი ქართული ღვინის შესახებ წერს

Editor