ლონდონში ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნის “მერვე სიცოცხლე“ პრეზენტაცია გაიმართა
ლონდონში ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნის “მერვე სიცოცხლე“ (ბრილკასთვის), ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ლონდონის გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო. საღამო გახსნა კემბრიჯის ქართულმა ფოლკლორულმა გუნდმა „ჩელამ“ და მასში მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა, წიგნის თარგმანის ავტორებმა, გერმანელმა მსახიობმა და რადიო ჟურნალისტმა, შარლოტა კოლინსმა და თარჯიმანმა, რუტ მარტინმა.
ღონისძიებას უმასპინძლა ევროპული ლიტერატურის ასოციაციის (European Literature Network) დირექტორმა, როზი გოლდსმიტმა.
ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნოველისტი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. გერმანიაში მისმა წიგნმა „მერვე სიცოცხლე“ (ბრილკასთვის) მოიპოვა არაერთი ლიტერატურული გამარჯვება. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ავტორის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბრიტანეთის ბიბლიოთეკასა და პუშკინის სახლში.