საქართველო ბარსელონას საერთაშორისო გამოფენა “IBTM 2019“-ში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “IBTM 2019“ მიიღო მონაწილეობა.

„IBTM 2019“ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ბარსელონას გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ადმინისტრაციასთან ერთად, 16 კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და თბილისის მერია.

„IBTM 2019“-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან განთავსებული იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბეჭდური, ფოტო და ვიდეო მასალა. სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.