ახალი ამბები

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 25, 27-28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს (6 ფრენა) განხორციელდება.

პირდაპირი ჩარტერული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ტაილანდურ ავიაკომპანიას ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა თავდაპირველად 2 რეისზე მიენიჭა. Thai Air Asia X-ის დამატებითი განაცხადის საფუძველზე კი, 4 რეისის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 ნოემბერს გაიცა.

სხვა სიახლეები

დღეს სტრასბურგში ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას “თეთრ ქარავანს” აჩვენებენ

Editor

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია

Editor

ვინ არის იტალიელი პილოტი, რომელმაც მგზავრებს ქართულად მიმართა და რა აკავშირებს მას საქართველოსთან? 

Editor

“ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში”- ფოტოგამოფენამ იტალიის სკოლებში გადაინაცვლა

Editor

ერთი მიზნისთვის გაერთიანებული ქართველი ექიმები – უფასო კონსულტაციები საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისათვის

Editor

საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეიდან შვეიცარიის საზღვრები იხსნება 

Editor