„LabPON”-ის ლაბორატორიაში, სადაც ქართველი ექიმები მუშაობენ, ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა

ქალაქ ჰენგელოში, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ პათოლოგიის ლაბორატორიაში “LabPON” შეხვედრები გამართა ლაბორატორიის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა განყოფილების უფროსებთან. ელჩმა დაათვალიერა პათოლოგიის ლაბორატორია და მოინახულა პათოლოგიის ციფრული განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც ნიდერლანდებსა და საქართველოში მოღვაწე ქართველი ექიმი ალექსი ბაიდოშვილია. ალექსი ბაიდოშვილი ასოციაციის „GIMPHA“ (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) დამფუძნებელია, სადაც გაერთიანებულნი არიან, საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები.

შეხვედრა რეგიონში არსებულ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთან, რომლებიც სხვადასხვა სახით თანამშრომლობენ საქართველოსთან (LabMicta, Unilabs, Apotheek MST, ZGT Hengelo, MST Enschede), სწორედ ალექსი ბაიდოშვილის ინიციატივით შედგა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პათოლოგიის ლაბორატორიის „LabPON“ დირექტორი რენატე ბერგმანი და პათოლოგიის ციფრული განყოფილების უფროსი ალექსი ბაიდოშვილი, რომელმაც საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

ლაბორატორიაში „LabPON” ასევე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები ანა ჯაფარიძე, ირინა მეფარიშვილი და შორენა ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები