20 წლის ქართველი AI დეველოპერით, ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა
სალომე უროტაძე 20 წლის ქართველი AI დეველოპერია, რომლის ნაშრომითაც ცოტა ხნის წინ, ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Marketer ავრცელებს.
სალომეს ნაშრომი ფიზიკაში არსებულ თითქმის ყველა თეორიას ეწინააღმდეგება და მას The Dark Sun Theory ჰქვია.
სალომე უროტაძე ილონ მასკის კომპანიებთან – SpaceX და Neuralink თანამშრომლობს, პარალელურად მუშაობს Microsoft-ში, კვანტური კომპიუტერის შექმნაზე.
გარდა ამისა, ის AI-სა და გეიმ დეველოპმენტს ასწავლის ნიუ-იორკისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში, თუმცა თვითონ, ჯერ არც ერთი უნივერსიტეტი დაუმთავრებია. სწავლობს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით.
“მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად აქტიურად ვარ AI-ზე გადართული, ფიზიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიის წერა დავასრულე, რითიც ნობელის კომიტეტი დაინტერესდა. მიმიწვიეს და სავარაუდოდ, მალე უფრო გრანდიოზულ ამბებსაც გაგაგებინებთ” — ამბობს სალომე Marketer-თან ინტერვიუში.