ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორა ,,შოთაობას“ აღნიშნავს

ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორა 29 ნოემბერს, ქალაქ ხოლონში ღონისძიებას ,,შოთაობა“ აღნიშნავს. საღამო შოთა რუსთაველს ეძღვნება და მას „შოთას პარკში” იზეიმებენ.

ხულონის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკს „რუსთაველის სკვერი“ 16 წლის წინ დაერქვა. 2018 წლის ზაფხულში, ისრაელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ისრაელის ქალაქ ხულონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის მემორიალურ დაფას რესტავრაცია გაუკეთდა. საზეიმო გახსნაზე გადაწყდა, რომ ყოველი წლის ნოემბერში „შოთას პარკში” მსგავსი ღონისძიებები გაიმართებოდა.

ხოლონი ქართველი ებრაელებით მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები