სპექტაკლი ,,კოდი“ – ქართული პრემიერა რეგენსბურგის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე

რეგენსბურგის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე, გერმანიაში არსებული ქართული ცეკვის თეატრის ,,სოსანი” სპექტაკლის პრემიერა შედგა.

სპექტაკლში ,,კოდი“ გაერთიანებულია ტრადიციული ქართულ სიმბოლიკა და თანამედროვეობა. “სოსანი – არტ ზონა”-ს ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა თეა სოსანმა ქართულ ხალხურ მუსიკას, ქართული ცეკვის ელემენტებსა და თანამედროვე ქორეოგრაფიას თავი ერთ დადგმაში მოუყარა.

ამ სპექტაკლისთვის ,,სოსანმა“ ითანამშრომლა ფოლკლორულ ანსამბლთან “შავნაბადა” (დათო ცინცაძის ხელმძღვანელობით), ასევე დადგმაში მონაწილეობენ ქართველი ხელოვანები ნათია ბუნტური და ირაკლი დვალი.

“სოსანი – არტ ზონა”, ქართულმა წყვილმა თეა მამუკელაშვილმა და გიორგი სოსანაშვილმა (,,სოსანი“ მათი შემოქმედებითი ფსევდონიმია) 2013 წელს შექმნა გერმანიაში. ის სამი ნაწილისგან შედგება: “სოსანი – ცეკვის თეატრი”; “სოსანი – თანამედროვე ცეკვის აკადემია” და “ექსპერიმენტალური პროექტების ზონა”. წყვილი განსხვავებული სათეატრო ფორმებით, ექსპერიმენტალურ პროექტებს ქმნის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.