„ჰოვანეს თუმანიანი და საქართველო“

ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საღამო ერევანში ქართული სათვისტომო „ივერიის“ ორგანიზებით გაიმართა.  ღონისძიებას, სახელწოდებით „ჰოვანეს თუმანიანი და საქართველო“ ერევნის არნო ბაბაჯანიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა.

ჰოვანეს თუმანიანი სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო, იგი მუდმივად გამოდიოდა ქართველი და სომეხი ხალხის მეგობრობის იდეით და ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი – „შერიგება“ , „საქართველოს შესახებ“, „საქართველოს სული“, „საქართველოს პოეტებს“  და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულადაც.

 

„ჰოვანეს თუმანიანი დღევანდელ სინამდვილეში იყო ბრწყინვალე პიროვნება. ვინც პირადად არ იცნობდა ჰოვანესს, მას ჰიპერბოლად მოეჩვენება მასზე ყოველი ნათქვამი. მის პიროვნებაში იყო დიდი ადამიანური განათება, რომელიც სამუდამო მეგობრად ხდიდა, ვისაც ის დაელაპარაკებოდა. პირველი ადამიანი, რომელსაც ყველაზე უფრო აწვალებდა ფიქრი სომხეთისა და ქართველების ძმობაზე, იყო ჰოვანეს თუმანიანი… და მისი გულწრფელობაც სწამდა ყველას საქართველოში და ამის მოწამე იყო ტფილისი მის 25 წლის იუბილეს დროს. დიდი პატრიოტობა არ უშლიდა ჰოვანესს ყოფილიყო ქართველების ორიენტაციისა“ – წერდა ქართველი მწერალი, ტიციან ტაბიძე საკუთარ მოგონებებში ჰოვანეს თუმანიანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები