სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

საქართველოსათვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების აღსანიშნავად, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში ქართული ასოებით გაფორმებული ტრამვაი დღეიდან 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს.

ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ  ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი და სტრასბურგის მერიის წარმომადგენლები.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დღეიდან 2020 წლის 15 მაისამდე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები