საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები წამყვანი ამერიკული ტელევიზიების ეთერით გადაიცემოდა

დასრულდა აშშ-ში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმომჩენი ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სატელევიზიო რგოლი მომზადდა.

ვიდეორგოლები წამყვანი ამერიკული ტელეარხების, მათ შორის FOX News-ისა და  CNBC-ის ეთერში გადაიცემოდა  და ჯამში 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

კამპანიის მიზანი ამერიკელი აუდიტორიისათვის საქართველოს გაცნობა, ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენა და მისი, როგორც რეგიონული კარიბჭის როლისათვის ხაზგასმა იყო.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლები თავად ამერიკელებმაც მოამზადეს. ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი, ჯარედ გუტრი, ამერიკის არმიის ვეტერანია, რომელიც ქართულ დანაყოფებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.