“კავკასიის რეგიონი, საქართველოს გეოპოლიტიკა, საერთაშორისო პერსპექტივები და თანამშრომლობა მექსიკასთან” – კონფერენცია მეხიკოში გაიმართა

25 ნოემბერს მეხიკოს იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კონფერენცია გაიმართა.

კონფრენციაზე სიტყვით გამოსულმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა  ვრცლად ისაუბრა საქართველოს გეო-პოლიტიკურ როლსა და პრიორიტეტებზე, კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებზე, მათ ისტორიულ თუ თანამედროვე გამოწვევებზე, რეგიონულ კონფლიქტებსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარი შეეხო  ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა უფლებებსა  და კონკრეტულ პრობლემებსაც.

 

კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებზეც. კონფერენციაზე   საქართველოს შესახებ, რამაც მსმენელთა კავკასიის რეგიონში სტუმრობით დაინტერესება გამოიწვია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ქართულ კულტურას, ენასა და დამწერლობას, ლიტერატურას, ისტორიულ ძეგლებს და უძველესი ერის მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს, რომელთა ნაწილი უკვე იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ხოლო დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერეს  ქართული ანბანისა და კულტურის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.