14 დეკემბერს, ლონდონში სილამაზის კონკურსი მის მსოფლიო 2019 გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნინი გოგიჩაიშვილი მონაწილეობს

14 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება სილამაზის კონკურსი მის მსოფლიო 2019 (Miss World 2019), სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს ნინი გოგიჩაიშვილი.

ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით MobStar, რომელიც ,,მის მსოფლიოს” პარტნიორია.

იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროთ საქართველოს წარმომადგენელს, საჭიროა აღნიშნული აპლიკაციის გადმოწერა/დარეგისტრირება, კონკურსანტი ნინი გოგიჩაიშვილის საძიებო ველში ჩაწერა (Nini Gogichaishvili) მისი სურათების მოწონება და კომენტარის დაწერა, რაც თითო ხმას მოიცავს.

 ხმის მიცემა გრძელდება 14 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები