საქართველოს ელჩი გიორგი დოლიძე სიდნეიში თანამემამულეებს შეხვდა
საქართველოს ელჩი გიორგი დოლიძე ავსტრალიაში, სიდნეიში თანამემამულეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა იმ სამთავრობო პროგრამებზე და დიასპორულ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც მიზნად ისახავენ თანამემამულეებს შორის კავშირების განმტკიცებას და მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
საუბარი, ასევე, შეეხო ავსტრალიაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთკავშირების განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის, სათვისტომო საქმიანობის გაძლიერების თვალსაზრისით.
შეხვედრის შემდეგ, თანამემამულეებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა გიორგობის დღესასწაული.