ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში “TT Warsaw” 15 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “TT Warsaw”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ.
ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს.