გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმი კიევში უჩვენეს

კანადელმა კინოდოკუმენტალისტებმა ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმი – „გია ყანჩელი: მე არ მიყვარდა კლარნეტი“ გადაიღეს.

ფილმის ჩვენება უკრაინის დედაქალაქ კიევში, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა. საღამოს მეორე ნაწილში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, კლარნეტისტი, იულიან მილკისი წარსდგა, რომელმაც ქართველი მაესტროს მინიატურები  შეასრულა.

პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში გია ყანჩელის სხოვნის საღამო უკრაინული კომპანის „EDERI Management“ ორგანიზებითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით  გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები