ქართველმა პიანისტმა გერმანული რადიოს პირდაპირ ეთერში დაუკრა

ქართველმა პიანისტმა,  მარიამ ბაწაშვილმა გერმანული რადიოს “SWEET Spot” პირდაპირ ეთერში ლისტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

“SWEET Spot რადიოში” სტუმრობამდე მარიამ ბაწაშვილის მუსიკა BBC-ის რადიოს ეთერშიც აჟღერდა და ქართველმა მუსიკოსმა მსმენელს აქაც მისი საყვარელი კომპოზიტორის, ლისტის კომპოზიციები შესთავაზა.

ვაიმარში მცხოვრები ქართველი პიანისტი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მსოფლიო აღიარება კი 2014 წელს, უტრეხტის საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. „პიანისტი, რომელიც  ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს“ – ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა  გამოცემამ „NRC Handelsblad“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები