ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციამ საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციამ საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაავრცელა.

,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ყველაზე გავლენიანმა ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციამ (ABTA) საქართველო დაასახელა 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად!

ეს ნიშნავს: ბრიტანეთიდან გაზრდილ მხარჯველუნარიან ტურისტულ ნაკადს; მეტ ბრიტანულ ბიზნეს პარტნიორს ქართული ტურისტული ბიზნესისთვის; ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას“- წერს მარიამ ქვრივიშვილi.

საქართველოსთან ერთად, ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება, მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები მოხვდნენ. ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.

დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 65 წლის წინ დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული. წლიური ბრუნვა კი 39 მილიარდი ფუნტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები