ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის რამდენიმე ქალაქში იმართება

უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაციის “იბერიელი“, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით,  კიევში კინოთეატრ „ჟოვტენში“, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი, რომელიც წელს შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება.

დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგია“ პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

ფესტივალი გაიხსნა რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ასახავს, ოსკარის დაჯილდოების ნომინანტთა სიაშია.

ახალი ქართული კინოს ფესტივალი ასევე გაიმართება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში: დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვსა და ხერსონში, ხოლო კიევში ფესტივალი 27 ნოემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები