საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, რომელიც პოლონეთში 24 ნომებრს გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი როსტიაშვილმა 20 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
გიორგიმ საერთაშორისო ჟიურისგან – 37, ხოლო მაყურებლებისაგან 32 ქულა მიიღო. კონკურსის გამარჯვებული კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.
საბავშვო ევროვიზია ყოველწლიური კონკურსია, რომელიც ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების აქტიურ წევრებს შორის იმართება. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროგრამაა, რომელის მაყურებელთა რაოდენობაც 400 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს.
საქართველომ “საბავშვო ევროვიზიის” კონკურსზე 3 გამარჯვება – 2008, 2011 და 2016 წლებში მოიპოვა.