ოდესაში უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის პატივსაცემად, მონუმენტი „ვაზი“ გაიხსნა

ოდესის მაქსიმ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქართველი ბიზნესმენების ინიციატივით, უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის პატივსაცემად, სამახსოვრო სიმბოლო – მონუმენტი „ვაზი“ გაიხსნა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები და სტუმრები საქართველოს საკონსულოს ესტუმრნენ, სადაც გაიმართა მასტერ-კლასი ქართული სამზარეულოს შესახებ. (Грузинська національна кухня).

აღნიშნული მასტერ-კლასი გაიმართა ,,Ukrainian South Chef Association“-ის დამფუძნებლისა დიმიტრო იაიცკოსა და შეფ მზარეულის თემურ ფარცვანიას პროქტის ფარგლებში.

ღონისძიებას აშუქებდნენ სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები