საქართველო ესტონეთში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

24 ნოემბერს, საერთაშორისო ქალთა ასოციაციის „International Women’s Club“ ორგანიზებით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში   საქველმოქმედო ღონისძიება „საშობაო ბაზრობა“ გაიმართა.

საქართველოს საელჩომ წელსაც მიიღო მონაწილეობა ტალინში გამართულ „საშობაო ბაზრობაში“, სადაც წარმოადგინა სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, ტრადიციული ქართული კერძები და სასმელები.

ღონისძიებას აქვს ყოველწლიური ხასიათი და მასში მონაწილეობას იღებენ ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  ბაზრობიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ირიცხება სხვადასხვა  სახის საქველმოქმედო ფონდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.