მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის, „გოსფილმოფონდიდან“ დაბრუნებული ფილმის ჩვენება შედგა

წლების მანძილზე შემონახული უნიკალური დოკუმენტური მასალა – ეროვნული არქივის კინოთეატრში მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება შედგა.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი იყვნენ.

16 წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. იგი ასევე წარმოადგენს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის – ნუცა ღოღობერიძის დებიუტს კინოში. ფილმის საწყისი მასალები რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახანს ჩამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები