საბავშვო ევროვიზია 2019-ის მასშტაბური შოუ იწყება

დღეს, 19 საათზე საბავშვო ევროვიზია 2019-ის მასშტაბური შოუ იწყება. პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი წარდგება.

ქართველი კონკურსანტი შეასრულებს დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love).

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზეა შესაძლებლი. მაყურებელი ღონისძიებას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები