ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ტაო-კლარჯეთში ქართული წიგნები ჩაიტანეს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთს ესტუმრა. მათ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სოფელში ქართული წიგნები ჩაიტანეს.

,,ისტორიული ამბავი თურქეთიდან: ეროვნული ბიბლიოთეკა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დახმარებით, იწყებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული საკვირაო სკოლებისთვის, მცირე ბიბლიოთეკების მოწყობას – სპეციალური სასწავლო დედა-ენები, ლექსიკონები, საბავშვო საკითხავები.

წელიწადში სამჯერ ჩვენი გუნდი სწორედ ამ მისიით ეწვევა თურქეთს. ამჯერად ოთხ ადგილს ვესტუმრეთ- ბორჩხას, მურღულს, მაჭახელას, იუსუფელს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგზურს, მეგობარსა და პარტნიორს – გიორგი ირემაძეს“ – წერს გიორგი კეკელიძე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები