გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს

ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე გაიზენჰაიმის უნივერსიტეტს ეწვია. მან შეხვედრა გამართა ღვინის საერთაშორისო მარკეტინგის პროფესორებთან, იონ ჰანფთან და სოფი ღვანიძესთან. მათ განიხილეს გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის სასწავლო სისტემა, ქართველი სტუდენტების ჩამოყვანის პროცედურები და ურთიერთობები ქართულ უნივერსიტეტებთან.

აღსანიშნავია, რომ გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში პროცენტულად დიდი რაოდენობით და წარმატებულად არიან ქართველი სტუდენტები წარმოდგენილნი.

გენერალური კონსული ასევე შეხვდა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გენერალური კონსულითვის გაეცნოთ სამომავლო გეგმები და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები