ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონიაში მიმდინარე ოსაკას გრანდ სლემზე, ტურნირის დასკვნით დღეს, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მეტოქეს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია.

ფინალურ ორთაბრძოლამდე ბექამ ჩინელ ჰებილინგე ბუს, იაპონელ მაშუ ბეიკერს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევსა და იაპონელ კენტა გაგასავას მოუგო.

დღეს კიდევ ორმა ქართველმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ) იასპარეზეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები