ჯოვანი სკუდიერი – იტალიელი, რომელმაც თბილისის არქიტექტურული სახე განსაზღვრა

იტალიური არქიტექტორული გემოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და ცნობილია საკუთარი სტილითა და განახლების ნიჭით.

ჯოვანი სკუდიერი პირველი იტალიელი არქიტექტორი გახლდათ, რომელმაც თბილისს საკუთარი კვალი დაამჩნია. საქართველოს დედაქალაქში კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მოწვევით ჩამოსული, 1846 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი გახდა და 1847 წელს მოღვაწეობა იმდროინდელი კულტურული ცხოვრების სიმბოლოს – თეატრის მშენებლობით დაიწყო, რომელიც მალევე იტალიური ოპერის მოყვარულთა თავმოყრის ადგილად იქცა. თეატრის მშენებლობა 1851 წელს დასრულდა.

9e0cd5cbb13b741bf3139e52586f77fdის ამიერკავკასიის პირველ საოპერო სცენას წარმოადგენდა, 700 მაყურებელს იტევდა და ფასადისა და ინტერიერის დიზაინის თავისებური შერწყმით გამოირჩეოდა: სკუდიერიმ ქ. ვიჩენცას პალადიოს ბაზილიკის მოტივებით შთაგონებული თეატრის ფასადისა და შენობის გამოკვეთილად აღმოსავლური შიდა სივრცეების სრულყოფილ ერთიანობას მიაღწია.
კულტურა, პოლიტიკა და ქალაქგეგმარება: იტალიელი არქიტექტორის პროექტით შეიქმნა თბილისის სათათბიროს პირველი შენობა, შემდეგ კი მტკვარზე ქვის ხიდი (რომელსაც დღესაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები „მშრალ ხიდს“უწოდებენ), პირველი კაფე და შადრევანი. სკუდიერი 1851 წელს, სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს დაიღუპა.

800px-Old_Tbilisi_-_XIX_century
ჯოვანი სკუდიერი დაიბადა1816 წელს* ქ. ლუგანოში (შვეიცარია), რომლის მკვიდრი იყო ჯოვანის დედა – ანჯელა ტორიჩელი.ჯოვანის მამა – აზნაური ბერნარდო სკუდიერი – ოფიცერი, პადუელი იყო.
სკუდიერის ოჯახი ძირითადად პადუაში ცხოვრობდა, სადაც ჯოვანი სწავლობდა საიმპერატორო სამეფო უმაღლეს სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას უკვე ნათელი გახდა მისი ჭეშმარიტი მიდრეკილება და არქიტექტურობის ნიჭი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოჯახმა მიიღო რა მხედველობაში ეს გარემოება,გადაწყვიტა გაეგზავნა იგი ოდესაში ბიძამისთან, ოდესის გამოჩენილ არქიტექტორ ჯორდანო ტორიჩელისთან, იმ იმედით, რომ მისი ხელმძღვანელობით ის უკეთ დაეუფლებოდა არქიტექტორის პროფესიას.
1837 წელს ჯ. სკუდიერი განწესებულ იქნა თავისუფლად მომუშავე არქიტექტორად ოდესის სამშენებნლო კომიტეტში, ხოლო 1840 წელს კი ოდესის სამშენებლო კომიტეტის სამხაზველოს მმართველად დაინიშნა.
დღესდღეობით ოდესაში შემორჩენილია მისი პროექტით აშენებული რამდენიმე შემოსავლიანი სახლი. არაა შემორჩენილი მებაღეობის მთავარი სასწავლებლის შენობა (1846 წ.) ბოტანიკურ ბაღში. სწორედ ჯ. სკუდიერის დაავალა თავადმა პ.ი. გაგარინმა ოდესაში თავისი თეატრის მშენებლობაც.1845 წლის 26 სექტემბერს ჯ. სკუდიერიმ გაუგზავნა მ.ვორონცოვს ტფილისში წერილი, რომელიც ჩვენ გვიხსნის, რითი ხელმძღვანელობდა იგი, როდესაც გამოთქვამდა სურვილს იმსახუროს ამიერკავკასიაში. “რამდენად სასიამოვნოც უნდა
იყოს ჩემთვის ეს ყველაფერი (გულისხმობს თავის მოღვაწეობას ოდესაში -თ.გ.), მე მაინც მგზნებარედ მსურს, რომ მქონდეს რამდენადმე უფრო ფართო ასპარეზის შესაძლებლობა, რათა
ვაჩვენო ჩემი მონდომება და ჩემი შესაძლებლობები”.
ოდესიდან ტფილისში ჯ. სკუდიერი 1846 წლის 23 თებერ- ვალს ჩამოვიდა. 1846 წლის 28 თებერვალს კი ამას უკვე მოჰყვა მისი ტფილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებ- ლად დანიშვნა.

1024px-Mshrali_khidi_signboard

საინტერესოა ჯ. სკუდიერის რაპორტი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის ვიცე-დი- რექტორის სახელზე, სადაც ის წერს: “ჩემი საქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე სამსახურის დროს და 1847 წელს საკარანტინო-საბაჟო განყოფილებაში გადასვლისას, მიხეილ სიმონის ძეს (ე.ი. ვორონცოვის) ნებით, მომეცა მე შემდეგი მნიშვნელოვანი დავალებები, ჩემი უშუალო მოვალეობის იქითა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, კერძოდ: 1) 1846 წელს
თეატრის პროექტი. 2) აგრეთვე 1846 წელს ქვის ხიდის ნახაზებისა 3) მ. ვორონცოვის დავალებით შედგენილია პროექ- ტები: სახაზინო აფთიაქისა და საავადმყოფოს რეკონსტრუქ- ციაზე. 4) მ. ვორონცოვის ბრძანებით შედგენილია ქ. ტფილისშისაკორპუსო ტაძრის პროექტი, დამტკიცებული 1848 წლის 3 თებერვალს”.
ჯ. სკუდიერის მიერ შესრულებულ იქნა სხვა პროექტებიც, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობა XIX საუკუნის შუა ხანების თბილისში იყო თეატრი, რომელიც, ამავე დროს, არქი- ტექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობასაც წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.