„საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ – გამოფენა  მინსკში იმართება

საქართველოს საელჩოსა და  მინსკის სამხატვრო გალერეის- „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, ბელარუსის დედაქალაქში გაიხსნა ფერწერული გამოფენა სახელწოდებით – „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“.

გამოფენაზე, რომელიც  საქართველოსა ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმის გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები.

გამოფენის დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ, რომელმაც ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუსს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ  ღონისძიებებს.

„კულტურის უნივერსიტეტის“ გალერეა ქართულ-ბელარუსულ ექსპოზიციას 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.