საფრანგეთი თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისათვის ზომებს გაამკაცრებს

როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, საფრანგეთი თავშესაფრის მაძიებელი ქართველების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი და მხოლოდ მათ მიანიჭებს სტატუსს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

„საფრანგეთში მიმდინარე წლის პირველ თვეებში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, რაც ანომალიაა. საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ ვიცით, რომ ის არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ჯანდაცვის ხარისხიან სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან, უფასოდაც“- განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა პარიზში შედგა.  შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მათი  ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შესული განცხადებები, რომელთა 97 პროცენტსაც უარი ეთქვა.

„ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის, კონტროლის გამკაცრება აეროპორტებში. საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით 50 პროცენტით. მნიშვნელოვანია, ეს ტემპი შენარჩუნდეს“ – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც სამინიტროს განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ ამ მიზნით იმყოფებიან საფრანგეთში ქართველი ოფიცრები, რომლებიც ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. უახლოეს მომავალში მათ კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცერი შეემატებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.