„სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველა ჩამოსხმულ ჭიქა ღვინოში საქართველოს ნაწილია”- იტალიური გამოცემა ქართული ღვინის შესახებ

“პირველი მარანი მსოფლიოში და ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მემკვიდრეობა“ – ასე ჰქვია სტატიას , რომელსაც ცნობილი იტალიური გამოცემა “SapereFood” აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინი დაყენების უნიკალურ მეთოდსა და მის სხვა თავისებურებებზე.

„სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველა ჩამოსხმულ ჭიქა ღვინოში საქართველოს ნაწილია. სწორდე აქ, ევროპისა და აზიის გასაყარზე აღმოაჩინეს მეღვინეობის კულტურის უძველესი ნაშთები, რაც კი დღემდე უპოვნიათ. საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დასტური თვით სიტყვაც მგონია – იტალიური „ვინო“ და ინგლისური „ვაინ“ ქართული სიტყვა “ღვინოდან” უნდა იყოს წარმომდგარი“ – ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი, ემანუელა დე პინტო  მკითხველს დეტალურად აცნობს ქვევრში ღვინის  დაყენების მეთოდსა და თავისებურებებს და მოკლე ექსკურსსაც სთავაზობს ქართული მეღვინეობის ამჟამინდელი მდგომარეობის აღსაწერად.

ავტორს ყურადღების მიღმა არც რუსული ემბარგო დარჩენია, როგორც ემანულა პინტო აღნიშნავს, სწორედ 2006 წლიდან, როცა ქართულ ღვინოს მთავარი, რუსული ბაზარი ჩაეკეტა, მეღვინეებმა ახალი ბაზრების ძიება დაიწყეს, რამაც საბოლოო ჯამში ისინი ევროპული ხარისხის ღვინის წარმოებამდე მიიყვანა“

იტალიური გამოცემა მკითხველს ქართული ღვინის დაგემოვნებას საქართველოში ურჩევს. როგორც აღმოჩნდა, ავტორის განსაკუთრებული მოწონება „საფერავს“ ერგო – სტატიაში იგი „წინაპრების ღვინოდაა“ მოხსენიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები