გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ქართულ-ნორვეგიული საღამო გაიმართა

ქართველი მუსიკოსის, რუსუდან მეიფარიანისა და ნორვეგიული მწერლის,  ულრიკე ბოჰნეტის შემოქმედებით საღამოს შტუტგარტის “ლიტერატურის სახლმა” უმასპინძლა.

„სიმღერა ბუნების ბგერებით“ – ასე დაახასიათა გერმანულმა გამოცემა „Stuttgartet Nachrichten-მა“ ქართველი მუსიკოსის მიერ შესრულებული კომპოზიციები, რომლითაც ის აკომპანიმენტს უწევდა ნორვეგიელ ულრიკე ბოჰნეტს. ორი ქვეყნის ხელოვანის შემოქმედებით საღამოს კი გამოცემამ „ენის მაგია“ უწოდა.

რუსუდან მეიფარიანი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალია, რომელიც წლებია, შტუტგარტში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც “LiteraturHaus Stuttgart” წერს, “მისი მუსიკა აერთიანებს კლასიკას, მინიმალიზმსა და ქართულ მრავალხმიანობას და შედეგად კი არა ჩვეულებრივი მუსიკა, არამედ მთელი სპექტაკლი იდგმება. “

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები