ქუთაისში ,,წიგნის ფესტივალი“ გაიმართება

23-24 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი” გაიმართება.

23 ნოემბერს, 17:00 საათზე მკითხველს “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან. ღონისძიებაზე მკითხველს ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ლექსების კრებულს – “შავი ფურცელი” წარუდგენს.

დებიუტანტი ავტორი – ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს – “ოდისევსის სინდრომი”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება.

მოსულ სტურებს, ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები ავტორებს, აიღონ მათგან ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.

ფესტივალი „ქუთაისის მერიისა“ და გამომცემლობა „პალიტრა L“- ის ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები