ისრაელში ქართული კლასიკური პროზის მცირე ანთოლოგია – „ქართული მოთხრობები“ გამოსცეს
საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ისრაელის გამომცემლობა „ბახურ ბუქს“ -ის მფლობელებს იტაი ბახურსა და ხედვა როკახს შეხვდა.
წელს, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,ბახურ ბუქს”-მა ქართული კლასიკური პროზის მცირე ანთოლოგია – „ქართული მოთხრობები“ გამოსცა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ეკატერინე გაბაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის და ნოდარ დუმბაძის ივრითზე თარგმნილი რამდენიმე მოთხრობა შევიდა.
„ქართული მოთხრობა“ „ბახურ ბუქს“-ის მიერ ისრაელში, ქართული კლასიკური ლიტერატურის გამოცემის მეორე მცდელობაა (2018 წელს გამოიცა და გავრცელდა ვაჟა ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი ქართულ-ებრაული წიგნი). შეხვედრაზე ელჩმა და გამომცემლებმა ამ ისტორიული წიგნის ისრაელელი საზოგადოებისთვის წარდგენის ტექნიკური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.