ეგვიპტეში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართული წიგნები გადასცეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში – ალექსანდრე ნალბანდოვი ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას გადაეცა ქართული წიგნები და ალბომები:

„კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“;

„აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა” (ქართულ და არაბულ ენებზე);

„აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“;

“ქართული კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი“;

„Georgia- Land of Hospitality”.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოცემული სხვადასხვა თემატიკის წიგნები უკვე მეორედ გადაეცა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და საქართველოს საელჩოს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ღონისძიების მონაწილე ქართველ სტუდენტებს, ეგვიპტეში მათი სწავლის პერიოდში უსასყიდლოდ შეეძლებათ ისარგებლონ ბიბლიოთეკის წიგნის ფონდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები