ქართული რესტორანი „ბარბარესთან“ მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში მოხვდა

მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა სიაში ქართული რესტორანი, „ბარბარესთან“ მოხვდა. გამოცემა „The World’s 50 Best “ წერს, რომ ეს არის  ტრადიციული საოჯახო რესტორანი, სადაც კერძებს მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის, ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.

„აუცილებლად უნდა გასინჯოთ 2 საუკუნის გამოცდილი რეცეპტით მომზადებული კურდღელი, გოგრის ღვეზელი ან ალუბლის სუპი პიტნით, რასაც უნდა მიაყოლოთ ქვევრში დაძველებული ქართული ღვინო“.

გამოცემა რამდენიმე წელია არსებობს და მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით არსებული კვებისა და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ მომზადებულ ტოპ სიებს სთავაზობს. ქართული რესტორანი მათ ჩამონათვალში წელს პირველად მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.