სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მორიგი ანშლაგი გერმანიაში

20 ნოემბერს გერმანიის ქალაქმა დიუსელდორფმა სუხიშვილების ეროვნული ბალეტის კონცერტს უმასპინძლა.

ანსამბლი გერმანელი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით დატვირთული ცეკვები. კონცერტმა ჩვეული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს მოცეკვავეებს.

სუხიშვილების ევროპული საგასტროლო ტურნე ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, დაგეგმილია კონცერტები ბრემენში, ფრანკფურტსა და ბერლინშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.