საქართველო ირლანდიაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ყოველწლიურად იმართება.

ბაზრობაში ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები მონაწილეობდნენ და შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. ბაზრობაზე საქართველოს საელჩო წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდა და წარმოადგენდა ეროვნულ კუთხეს – ქართული ღვინით, ჩაითა  და ტრადიციული კერძებით.

ქართულმა კუთხემ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ირლანდიელ, ასევე უცხოელ სტუმრებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.