პატარა ქართველი მოცეკვავეების წარმატება ლოს-ანჯელესში

საქართველოს ბავშვთა ნაციონალურმა ბალეტმა ლოს-ანჯელესში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ბავშვთა ნაციონალური ბალეტი “პატარა ვარსკვლავები” ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული ბრენდია, რომელსაც საკუთარი განსხვავებული  მიმართულება აქვს, ანსამბლის 24-წლიანი საგასტროლო ისტორია კი თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავს.

როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით ფოცხიშვილი ამბობს, მათი პროგრამა არის „ქორეოგრაფიული რაფსოდია, რომელიც მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს – ქორეოგრაფია და ბავშვები ერთდროულად ყვებიან ერთ დიდ ამბავს, ოცნებებზე, სიყვარულზე, ერთგულებასა და ზნეობაზე.“

ამერიკული ტურნეს შემდეგ, ბავშვთა ნაციონალური ბალეტი პირველ კონცერტს „თბილისი არტ-ჰოლში“ 23 დეკემბერს გამართავს. 2020 წლისათვის კი პატარა ქართველი მოცეკვავეები კვალავ არიან მიწვეულები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქორეოგრაფიულ ფესტივალზე.

https://www.youtube.com/watch?v=EPJU8sXRE-g&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.