მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ქართული თეატრები სტუმრობენ

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „”Тэатральны куфар – 2019″ იმართება. ფესტივალზე ორი ქართული დასი მონაწილეობს.

23 ნოემბერს “კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი” გამართავს წარმოდგენას, სახელად „ასტიგმატისტები“, ხოლო 24 ნოემბერს მინსკელი მაყურებლის წინაშე “თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის” მსახიობები წარსდგებიან, სპექტაკლით „მელოტი მომღერალი ქალი“.

მინსკის თეატრალური ფესტივალი 19 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე იმართება და მასში 9 ქვეყნის 12 დასი მონაწილეობს.  მათ შორის, დასები საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ინდონეზიიდანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.