ქართული სამზარეულოს თავისებურებები გერმანული გამოცემის გვერდებზე

„საოცრი საკმაზებით საქართველოდან“ – ამ სათაურით სტატიას გერმანული ონლაინგამოცემა, “Kölner Stadt Anzeiger” აქვეყნებს.

გამოცემა კიოლნში ქართული რესტორნის, „თამადას“ გახსნას ეხმაურება და მცირე ინტერვიუს რესტორნის ქართველ მეპატრონესთანაც გვთავაზობს.

ავტორი გერმანელებისათვის უჩვეულო „თამადის ინსტიტუტითაც“ ინტერესდება და ცდილობს მკითხველს აუხსნას, „ვინ არის სუფრის მმართველი და რა მოვალეობები აქვს მას“.

სტატიაში საუბარია ქართულ გასტრონომიულ კულტურასა და ღვინოზე, რომელთა შორისაც ავტორი წითელ, მშრალ საფერავსა და თიხის ქოთანში მოხარშულ ლობიოს გამოყოფს.

 

„Kölner Stadt Anzeiger” ადგილობრივებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას ურჩევს რესტორან „თამადაში”, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში ერთი თვის წინ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.