სტეფანწმინდა მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული პატარა დასახლებების სიაში მოხვდა

მსოფლიოში სილამაზით გამორჩეულ პატარა დასახლებებს შორის სტეფანწმინდა მოხვდა. სია ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემამ Thrillist.com მოამზადა.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად ქმნის ასეთ ჰარმონიას. თვალი აუცილებლად გაგექცევათ მეთოთხმეტე საუკუნის გერგეთის სამების ეკლესიისა და სამრეკლოსკენ, რომელიც დასახლებას მთის წვერიდან გადმოჰყურებს. მათ ფონზე კი, მთა ყაზბეგი მოჩანს. ბუნებრივი სილამაზის გარდა, სტეფანწმინდა შესანიშნავი ბანაკია ყაზბეგის ეროვნული პარკის ცხელი წყაროების, ჩანჩქერებისა და მჟავე ტბების დალაშქვრის მსურველთათვის“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში სტეფანწმინდის შესახებ.

ჩამონათვალში ასევე მოხვდა ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთი; წმინდა მადალენა, იტალია; სენტ აივსი, კორნოულო, გაერთიანებული სამეფო; ​იაიცე, ბოსნია და ჰერცეგოვინა; ტულუმი, მექსიკა; შირაკავა-გო, იაპონია; უანაკა, ახალი ზელანდია; კო ფი ფი – ტაილანდი; პარატი, ბრაზილია; ცეფალუ, სიცილია, იტალია; ჰალშტატი, ავსტრია; ფურნაში, აზორის კუნძულები; როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი, გერმანია; სუზდალი, რუსეთი; ეზი, საფრანგეთი; პორტ დუგლასი, ავსტრალია; სიმიან ლა როტონდა, საფრანგეთი; რინკონი, პუერტო რიკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.