სახელმწიფო საბალეტო დასი ჩინეთში კონცერტებს მართავს  

შანხაის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა სპექტაკლი „გედების ტბა“ წარმოადგინა. სპექტაკლს შანხაის “Dancing Theatre-მა უმასპინძლა.

წარმოდგენის დაწყებამდე დასის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა და წამყვანმა მოცეკვავეებმა პრესკონფერენციაც გამართეს და ქართული ქორეოგრაფიის ტრადიცია და დასის პროგრამა გააცნეს ჟურნალისტებს.

საბალეტო დასი, ტურნეს ფარგლებში კონცერტებს გამართავს ქალაქებში: შანხაი, შანდონგი, ანშანი, ქსიამენი და ფოშანი.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის გასტროლი ჩინეთში 2 დეკემბერს დასრულდება, სპექტაკლები საქართველოში კი 12 ინავრიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები