იერუსალიმის პატრიარქმა ისრაელის ქართულ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა

ისრაელში, ქალაქ ლოდის წმინდა გიორგის ტაძარში იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ  სადღესასწაულო წირვა აღავლინა.საღვთო მსახურებაში  სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმეც (ჭედია) მონაწილეობდა.

წირვას ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, სპეციალურად ამ დღესასწაულისათვის საქართველოდან ჩასული მრევლიც ესწრებოდა. მსახურების დასრულების შემდეგ, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ლოდის ქართულ დიასპორასა და დღესასწაულისათვის ჩასულ სტუმრებთან.

წმინდა გიორგი ტაძრის დღესასწაული ისრაელის ქალაქ ლოდში ყოველწლიურად, ნოემბერში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.