მექსიკაში საქართველოს საელჩომ ქვეყნის უმსხვილესი მწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელს უმასპინძლა

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი, მექსიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ფირმის – ,,კოლუმბიას“ გენერალურ დირექტორს ხოსე ლუის სანდოვალ ლუნას შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი მეხიკოში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ალექსი ასათაშვილი იყო.

საქართველოს ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოში ბიზნესის წარმოების უახლესი მონაცემები და ისაუბრა ქვეყნის წარმატებებზე, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის დინამიკაზე. ასევე, ზურაბ ერისთავმა ხაზი გაუსვა, საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. საუბარი შეეხო რეგიონულ ურთიერთობებს, ასევე – საქართველოს როლს აბრეშუმის გზის განახლებულ ფორმატში და, რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქში გამართულ წარმატებულ საერთაშორისო ღონისძიებას – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები