ნატოს შტაბ-ბინაში ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენაზე საქართველოც მონაწილეობდა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა “NATO Charity Bazaar”, რომელშიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა.

ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებიათ და შეეძინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი საინფორმაციო მასალა, ხელნაკეთი ნივთები.

შემოსული თანხა გადაირიცხება ნატო-ს საქველმოქმედო ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.